среда, 28 апреля 2010 г.

პროექტის სახელი: გაუფრთხილდეთ გარემოს
პროექტის მოკლე აღწერა: დედამიწის დაბინძურება. ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, მისი აღმოფხვრა. სკოლის მოსწავლეების დახმარებით გადაიჭრა შემდეგი პრობლემები, როგორიცაა სკოლის ტერიტორიის დასუფთავება. ახალი ნარგავების დარგვა.
პროექტის სრული აღწერა: პროექტი დავიწყეთ 25 მარტს რომელიც ეძღვნება ,,დედამიწის დღეს“ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 8,9,10 და11 კლასის მოსწავლეებმა. წინასწარ დავგეგმეთ შემდეგი ღონისძიებები:
მოაწყვეს ნახატების გამოფენა,,დედამიწა ჩემი სახლია“
მოსწაულეებმა დედამიწის მსოფლიო დღეს მიუძღვნეს საკუთარი ნახატები.თითოეულ ნამუშევარში ასახულია მოსწავლეთა თვალით დანახული პლანეტა ,,დედამიწა და მისი ჩივილი“
კომფერენცია,,გავუფრთხილდეთ გარემოს“
მოსწავლეებმა კომფერენციაზე ,,გავუფრთხილდეთ გარემო“წარმოადგინეს შემდეგი თემები:
1.,,ფრთხილად დედამიწაა“
2.,,გავუფრთხილდეთ წყალს“
3.,,მდ.ტეხურის ეკოლოგიური პრობლემები“
4.,,მთის წყარო“
5.,,ოზონის შრე“
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო ნამუშევრები,რომლებშიც ასახული იყო დედამიწაზე არსებული მწვავე გლობალური პრობლემები. განიხილეს ამ პრობლემების აღმოფხვრის სხვადასხვა გზები.
სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარგავების დარგვა.
მოსწავლეებმა მოაწყო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება ღონისძიებაში ჩაერთო 8,9,10,და11 კლასის მოსწავლეები. მათ კლასის დამრიგებელთან ერთად გამოიჩინეს ორგანიზება და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.სკოლის ტერიტორიიდან შეგროვილი ნაგავის გადატანა განახორციელა გასუფთავების სამსახურმა.
,,მდ.ტეხურის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება“(ნოქალაქევი –სენაკი)
1.გარემოს დაცვის სამსახურთან თანამშრომლობა.
2.სანიტარული ზედამხედველობის სამსახურთან თანამშრომლობა.
3.ბუკლეტების დამზადება და გავრცელება.
4.მდ.ტეხურის ეკოლოგიური შესწავლა.
5.მდ.ტეხურის სანაპირო ზოლის დასუფთავება
მონაწილეთა ასაკი: 14,15,16, 17და 18წელი.
განხორციელების ვადა:ოთხი თვე.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეებს განუვითარდებათ პასუხისმგებლობა და უნარ–ჩვევები,იმისა რომ არ დააბინძურონ საარსებო გარემო.